May 2, 2024

ფრაზები, რომლებსაც მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები ყველაზე ხშირად ამბობენ

თანამედროვე საზოგადოებაში ჯანსაღი, წარმატებული ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი მაღალი ინტელექტია.

ლოგიკური გადაწყვეტილებები ყოველდღიურად გვეხმარება, რომ დაბრკოლებებს გავუმკლავდეთ და საინტერესო ცხოვრება ავაწყოთ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი - ნაკლებად. დღეს გაგიზიარებთ 5 მნიშვნელოვან ფრაზას, რომლებსაც მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები ხშირად ამბობენ:

 

ფრაზა 1: დრო მჭირდება ამ საკითხის შესასწავლად...

როგორც ერთხელ ალბერტ აინშტაინმა თქვა, ინტელექტი ცვლილებებთან ადაპტაციის უნარია. ეს არის იმის გაცნობიერება, რომ ამ სამყაროს ცოდნის სიღრმის მიუხედავად, შენ მაინც კიდევ ბევრი გაქვს სასწავლი. ინტელექტუალურად განვითარებულ ადამიანს არ ეშინია აღიაროს, რომ რაღაც არ იცის და ამ საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად დრო სჭირდება.

 

მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები პერფექციონიზმის ნაკლებობით გამოირჩევიან, უხარიათ მცირე წარმატებები და თანდათან აღწევენ დასახულ მიზნებს.

 

 

ფრაზა 2: რა საინტერესოა, აბა, მითხარი!

მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები თავიანთი ცოდნითა და უნარებით არასოდეს ტრაბახობენ. ყველაზე ხშირად სურთ, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ, აღმოაჩინონ და მიღწეულ შედეგს არ დაკმაყოფილდნენ. მათ გულწრფელი თანაგრძნობა შეუძლიათ, ინტერესდებიან სხვა ადამიანების საუბრით და მაშინაც კი, თუკი რაღაც მათზე უკეთ იციან, უპირატესობის დამტკიცებას არ ცდილობენ.

 

ფრაზა 3: ეს ჩემი შეცდომაა!

მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს არასოდეს უჭირთ საკუთარი შეცდომის აღიარება და არც ბოდიშის მოხდის ესირცხვილებათ. ზუსტად იციან, როდის უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, გამოხატავენ გულწრფელ სინანულს, რომ რაღაც შეეშალათ და ცდილობენ, თავიანთი შეცდომები თავადვე გამოასწორონ და სხვას არ გადააბრალონ.

 

 

ფრაზა 4: იდეალური ადამიანები არ არსებობენ

მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებმა შესანიშნავად იციან, რომ საკუთარი თავის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ცხოვრებაში არსებულ დაბრკოლებებს, შეცდომებს საკუთარ ძალად აქცევენ და მნიშვნელოვან გამოცდილებას იღებენ.

 

ფრაზა 5: სარკაზმისა და იუმორის შემცველი წინადადებები

მაღალი ინტელექტი მქონე ადამიანებს შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვთ და შეუძლიათ, საკუთარ თავზეც ხშირად იხუმრონ. სხარტი, მოქნილი გამონათქვამები, სიტუაციის ანალიზი, მაღალ სააზროვნო უნარებზე მიუთითებს.

 

წყარო

წაკითხვა 383 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.