March 29, 2024

მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი – ჯეფ ფოსტერი

როდესაც გეჩხუბებიან,

გამცირებენ,

გაძლევენ რჩევებს, რომლის მოცემაც არ გითხოვიათ,

როდესაც ვიღაც შენ გადანაშაულებს საკუთარ ტკივილში,

როდესაც არ გისმენენ,

გაუთავებლად საუბრობენ საკუთარ თავზე,

გადარებენ სხვა ადამიანებს,

არ ითვალისწინებენ, აბუჩად იგდებენ, ან განიკითხავენ შენს ფიქრებს, გრძნობებს…

გაჩერდი!

ღრმად ჩაისუნთქე.

გააცნობიერე, რომ ეს მათი ტკივილია და არა შენი.

იცოდე, რომ ისინი მხოლოდ იმ ერთადერთ სიზმარს ხედავენ, რომლის დანახვაც შეუძლიათ, ვიდრე არ გაიღვიძებენ,

რომ ისინი გიცნობენ არა შენ, არამედ საკუთარ ილუზიას შენ შესახებ.

შესაძლოა საკუთარი თავის შეყვარება უჭირთ.

შესაძლოა საკუთარი ფასეულობების დამამტკიცებელ საბუთებს გარეთ ეძებენ.

შესაძლოა გაუცხოებულნი არიან საკუთარი სუნთქვისგან, სხეულისგან, ძვირფასი სიცოცხლისუნარიანობისა და ჭეშმარიტი მოწოდებისგან.

შესაძლოა დუალისტურ სამყაროში ცხოვრობენ, სადაც ყველაფერი დაყოფილია კარგად და ცუდად, სწორად და არასწორად, წარმატებად და წარუმატებლობად…

შესაძლოა დაივიწყეს უბრალოდ ყოფნის სიხარული.

შესაძლოა შენ ხვდები ამას.

შესაძლოა შენ უკვე იყავი იქ, სადაც ისინი ახლა არიან.

არ ეცადო მათ შეცვლას.  მათ არ შეუძლიათ შეიცვალონ.

ნუ შეეცდები მათ გამოსწორებას! მათ არ უთხოვიათ გამოსწორება!

რაც უფრო ძლიერად დააწვები, მით უფრო ძლიერად გკრავენ ხელს.

ნუ გაიხლართები მათი მწუხარების ქსელში.

იყავი გულწრფელი, თანამგრძნობიც კი, ზეწოლის ყოველგვარი მცდელობის გარეშე.

ნორმალურია, რომ შფოთავენ.

მიეცი უფლება, რომ იშფოთონ.

ნორმალურია, რომ შენით იმედგაცრუებულნი არიან.

მიეცი უფლება იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი.

ნორმალურია, რომ განგიკითხავენ.

დაე, ჰქონდეთ სრული თავისუფლება ამაშიც!

გათავისუფლდი შენ და გამოხატე შენი საკუთარი ფიქრები, გრძნობები..

მიეცი საკუთარ თავს უფლება – ბრაზობდე, გწყინდეს, ეჭვი გეპარებოდეს, გრძნობდე სევდას, გრძნობდე თავს დამნაშავედ.

დაე, ამ ძვირფასმა ენერგიამ თავისუფლად გაიაროს შენში.

ისინი ვერ დაგძირავენ, როდესაც თავისუფალი მდინარების საშუალებას მისცემ.

ამ მოგზაურობაში ბევრ კარიბჭის მცველს შეხვდები.

ასე თუ ისე, მაინც განაგრძე შენი გზა და სხვებსაც მიეცი უფლება იარონ თავისი გზებით.

ნურავის უხსნი და ნუ იცავ საკუთარ გზას.

იყავი შენი თავი, რა რთულიც არ უნდა იყოს ეს ამ დროში.

ნუ ებრძვი სიბნელეს – ის არავითარ ძალაუფლებას არ ფლობს! უბრალოდ აენთე!

ჯეფ ფოსტერი

მწერალი და სულიერი მასწავლებელი

 

mental.ge

წაკითხვა 1370 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.