April 26, 2024

რა ზეგავლენას ახდენს თქვენს ტვინზე 5-წუთიანი სიწყნარე

რამდენიმე წუთი, გატარებული სიწყნარეში, საკმარისია იმისათვის, რომ ტვინმა იმუშაოს უკეთესად და გადავიდეს შემდეგ საფეხურზე.

ზოგჯერ 5 წუთი საკმარისია სიმშვიდის მოსაპოვებლად, განწყობის გასაუმჯობესებლად და ოპტიმიზმით დასამუხტად. ადამიანები სოციალური არსებები არიან და სრულყოფილი ცხოვრებისა და ზრდისთვის სჭირდებათ გარშემო ადამიანები. ტვინს მუსიკის, საუბრების, წარმოსახვის გარდა, სჭირდება სიწყნარე, სიმშვიდე და სიჩუმე. ეს აუცილებელია ადამიანისთვის კვებისა და ძილის მსგავსად.

Meditation GIF - Find & Share on GIPHY

სიწყნარე ტვინში ახალ ნეირონებს ქმნის

  • ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ბევრი სხვადასხვა ტიპის ხმაურით არის დატვირთული. სადღაც ტელევიზორის ხმა ისმის, ყურსასმენებში - საყვარელი მუსიკა, ტრანსპორტში - ძრავის ხმა და სხვების საუბრები, სუპერმარკეტებში დინამიკებში აქციის პირობებს აცხადებენ. ერთი სიტყვით, გარშემო სულ ხმაურია, რაც თანდათან ჩვენს ტვინს ისრუტავს. თუმცა აუცილებელია, დღეში ერთხელ მაინც სრული სიმშვიდე მოვუწყოთ ტვინს. შედეგად ტვინის ნახევარსფეროში ხდება ახალი ნეირონის ჰიპოკამპში ჩამოყალიბება, რაც პასუხისმგებელია ემოციებსა და მახსოვრობაზე. შედეგად უფრო სხარტად იაზროვნებთ და გარშემო მიმდინარე ამბებს სწრაფად გადაამუშავებთ.

 

meditate dribbble - You can do anything

სიჩუმე აუმჯობესებს ემპათიას და აღქმადობას

  • ეს ბევრად საინტერესოა. ტვინის მარცხენა ზედა ნახევარსფერო პასუხისმგებელია ემპათიაზე. როცა ეს ზედაპირი ზიანდება, ემპათიაც მცირდება, შედეგად კი გადაწყვეტილებებს უფრო გვიან ვიღებთ და გარშემო მომხდარზე ნაკლებ ინტერესს ვავლენთ. 5-წუთიანი სიჩუმე უზრუნველყოფს ამ ნახევარსფეროს აღდგენას. სიმშვიდის შედეგად ტვინი ახერხებს დროულად აღდგენას და უკეთ ითავისებს უცხო შეგრძნებებს, რაც გეხმარებათ გარშემომყოფი სამყაროს უკეთესად აღქმაში.
appart_agency Sticker for iOS & Android | GIPHY

 

სიჩუმე სტრესს აგაცილებთ თავიდან და საუკეთესო გადაწყვეტილებებს მიგაღებინებთ

  • როცა გარშემო ზედმეტად ხმაურიანი გარემოა, ტვინის სტრუქტურის აქტივაცია ხდება, რომელსაც "ნუშის სხეული" ეწოდება. ეს ნაწილი პასუხისმგებელია ტვინზე ინსტინქტური მექანიზმის გააქტიურებაში საფრთხის მოახლოებისას. "ნუშის სხეული" ხმამაღალ ხმაურს, მაგალითად, დატვირთულ ქუჩას ავტომობილებით, საფრთხედ აღიქვამს. შედეგად სტრესის დონე მატულობს ადამიანში და გამოიყოფა დიდი რაოდენობით კორტიზოლი. ამერიკის ფსიქოლოგიურმა ასოციაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ადასტურებს რამდენიმეწუთიანი სიწყნარის აუცილებლობას. ამ მეთოდით ტვინი ამცირებს სტრესის დონეს და იძლევა სეროტონინის, ენდორფინის, ოქსიტოცინის გამომუშავების საშუალებას, რომელიც პასუხისმგებელია თქვენს განწყობაზე.

 

Dribbble - meditation.gif by Ruchira | Auxesis Infotech Pvt Ltd

 


სიწყნარე ტვინს უკეთ კონცენტრირებაში ეხმარება, ინფორმაციასაც უფრო სწრაფად იღებს და ამუშავებს. შედეგად კი თავს უფრო ბედნიერად და მშვიდად ვგრძნობთ. როგორც ფრიდრიხ ნიცშე წერდა, "დიდების გზა ყოველთვის სიჩუმით იწყება." ისწავლეთ დროდადრო ხმაურის "გამორთვა", იმისათვის, რომ მოუფრთხილდეთ შინაგან სამყაროს.

 

Meditation GIF - Find & Share on GIPHY
 
წაკითხვა 811 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 19 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.