ბადრიჯნის ტოლმა - საზაფხულო კერძი თქვენს სუფრაზე
ინგრედიენტები :
მარილი და შავი პილპილი
ძირა - 1.00 ჩკ
ჭარხლის ფოთლები
მდუღარე წყალი
დაჭრილი ქინძი, რეჰანი და პიტნა
დანაყილი ნიორი - 2.00 კბილი
გახეხილი პომიდორი - 2.00 ჭიქა
მრგვალი ბრინჯი - 3.00 სკ
სტაფილო - 1.00 ც (პატარა)
დაკეპილი ხახვი - 3.00 თავი
ხორცის ფარში - 500.00 გ
ბადრიჯანი - 10.00 ც
მომზადების წესი :
ბადრიჯანი ორად გავჭრათ და გული ამოვუღოთ. ხორცის ფარშს დავუმატოთ ნიორი, 1 თავი ხახვი, ბრინჯი, მდუღარე წყალი, ძირა, მარილი და პილპილი, მოვზილოთ ხელით და ჩავდოთ ბადრიჯანში. დანარჩენი ხახვი პამიდვრის პიურესთან ერთად მოვშუშოთ ცოტაოდენ ზეთში, დავუმატოთ მწვანილი და სანელებლები. ქვაბში ჩავაფინოთ ჭარხლის ფოთლები, ჩავაწყოთ ბადრიჯანი, დავასხათ სოუსი და მოვხარშოთ ბრინჯის მომზადებამდე.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი