May 2, 2024

ასე გამოიყურება იდეალური კერძი

რატატუი სეზონური ბოსტნეულით - ასე გამოიყურება იდეალური კერძი

 

ინგრედიენტები რატატუისთვის:

მოცარელა

ნიორი

ქონდარი

პომიდორი

ყაბაყი

ბადრიჯანი

სოუსისთვის:

ხმელი ქონდარი, ორეგანო, ბაზილიკი

ნიორი

ხახვი

პომიდორი

ტკბილი წიწაკა, წითელი

 

მომზადების წესი :

მოამზადეთ სოუსი: ხახვი დაჭერით წმინდად და მოშუშეთ ზეითუნის ზეთში, დაუმატეთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა და გააჩერეთ კიდევ 5 წუთი. პომიდორს გადაავლეთ მდუღარე წყალი, გააცალეთ კანი და დაჭერით პატარა კუბიკებად. დაუმატეთ ხახვს და წიწაკას და შუშეთ კიდევ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ წმინდად დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი და შუშეთ კიდევ 5 წუთი. მზა სოუსი დააბლენდერეთ და დააბრუნეთ ცეცხლზე. გააჩერეთ კიდევ 5 წუთი და დაუმატეთ სურვილისამებრ ორეგენო, ბაზილიკი და ქონდარი.

ახლა მოამზადეთ ბოსტნეული. დაჭერით ბადრიჯანი და ყაბაყი თანაბარ წრეებად. ბადრიჯანს დააყარეთ მარილი და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გადაავლეთ წყალი და გაწურეთ. დაჭერით მოცარელაც ყაბაყის და ბადრიჯნის ზომაზე.

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 368 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 11 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.