უგემრიელესი ტარტალეტკები

რეცეპტის ინგრედიენტები :

200   გრ. მარგარინი
 
1   შეკვრა ვანილი
 
4   ცალი კვერცხი
 
ჭიქა შაქარი
 
საჭიროებისამებრ ფქვილი
გემოვნებით ჯემი
 
 
რეცეპტის მომზადების საფეხურები:
 

1) 200 გრამი მარგარინი სულ ოდნავ გავალღოთ ცეცხლზე, შემდეგ კი კოვზით ავზილოთ. დავამატოთ ნახევარი ჭიქა შაქარი, 4 კვერცხის გული, სათითაოდ, ვანილი და იმდენი ფქვილი, რომ ნაზი ცომი გამოვიდეს. შემდეგ სპეციალურ ფორმებში ჩავდოთ პატარა გუნდები და ხელით გავაბრტყელოთ.

 
2) 4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ მიქსერით და დავამატოთ მწიკვი მარილი. ბეზე რომ ამოვა, ნელ-ნელა ჩავაყაროთ 1 ჭიქა შაქარი, ცოტა ვანილი და შეუჩერებლად ვთქვიფოთ 1 საათის განმავლობაში, რომ ბეზე კარგად ამოვიდეს.
3) როდესაც ცომი გამოცხვება, გადმოვიღოთ ფორმებიდან და ზემოდან წავუსვათ შინდის ჟემი. ანდაც შეგვიძლია დავადოთ მაყვლის მურაბა, შემდეგ კი ტორტის მოსართავში ჩავასხათ ბეზე და მოვრთოთ ლამაზად.

ბეზეზე ზემოდან შეგვიძლია მოვაწუწოთ შოკოლადის მინანქარი.

 

kulinaria.ge

 
წაკითხვა 988 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 17 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.