კომშის ნამცხვარი

 

1 3⁄4  ჭიქა შაქარი
 
2   ცალი ლიმონის წვენი
 
2   ცალი ლიმონის ცედრა
 
2   ცალი კომში
 
13⁄4  ჭიქა ფქვილი
 
2   ჩ/კ გამაფხვიერებელი
 
3⁄4  ჭიქა რძე
 
1⁄3  ჭიქა მცენარეული ზეთი
 
1   ცალი ათქვეფილი კვერცხი
 
1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
 
სქელი ნაღები მისართმევად

მომზადების წესი

1 დაბალ ტემპერატურაზე ქვაბში გააცხელეთ 1 ლიტრი წყალი, დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი და ლიმონის წვენი. ურიეთ შაქრის გადნობამდე. დაუმატეთ გარეცხილი, გათლილი, თესლგაცლილი და ოთხად გაჭრილი კომში. დააფარეთ და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 4 საათით, შეწითლებამდე და დარბილებამდე. გადმოდგით გაზქურიდან და სიროფშივე გააგრილეთ.

 

2წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C-ზე. მოუსვით ცხიმი 23 სმ ზომის მრგვალ საცხობ ლანგარს.

 

3ფქვილი, დარჩენილი შაქარი, გამაფხვიერებელი და ლიმონის ცედრა თასში მოათავსეთ. ცალკე თასში ათქვიფეთ რძე, კვერცხი, ზეთი, ვანილის ექსტრაქტი და ფქვილის ნაზავს შეურიეთ. ცომი წინასწარ გამზადებულ ლანგარზე გადაიტანეთ. აცხვეთ 10 წუთით. კომშის ნაჭრები ცომზე ლამაზად მოალაგეთ. აცხვეთ კიდევ 30 წუთით, სანამ ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ.

 

4ნამცხვარს კომშის სიროფი ფუნჯით გადაუსვით და ლანგარშივე 5 წუთით გააგრილეთ. მიირთვით ნაღებთან ერთად.

 

წყარო: კულინარია

 

 
 
 
 
წაკითხვა 126 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 16 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.