მანდარინი - უსაფრთხო ანტიდეპრესანტი

მაღაზიის დახლებზე ნარინჯისფერი მანდარინების გამოჩენა იმის მანიშნებელია, რომ განვლილი წლის შეჯამების და ახალი წლისთვის მზადების დრო დადგა. ამ სტატიაში გიამბობთ, რა გავლენა აქვს ყველაზე პოპულარულ სეზონურ ხილს ჯანმრთელობაზე.

 

დავიწყოთ იმით, რომ მანდარინი თბილ ქვეყნებში ხარობს, მაგრამ ჩვენთვის ყოველთვის ზამთართან, ვიტამინ C - თან და ახალი წლის მოლოდინთან ასოცირდება.

 

მანდარინის ისტორია

მანდარინს ანუ сitrus reticulata-ს უძველესი და ძალიან მდიდარი ისტორია აქვს. ციტრუსის სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, სადაც უძველეს დროში გამოიყვანეს.

ერთ-ერთი ვერსიით, მანდარინს სახელი პორტუგალიელმა მეზღვაურებმა ხუმრობით, ნარინჯისფერ სამოსში გამოწყობილი ჩინელი ჩინოვნიკების პატივსაცემად შეარქვეს.

მეორე ვერსიის თანახმად, მანდარინის სამშობლო კუნძული მავრიკია. სწორედ აქ იზრდებოდა მანდარინის ხე, რომლის სახელი მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტს უწოდეს.

მანდარინი ევროპაში მე-19 საუკუნის შუა წლებში გამოჩნდა და მალევე გავრცელდა. დღეს ხმელთაშუა ზღვის სურნელოვანი ხილი ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებში და, რა თქმა უნდა, საქართველოში მოჰყავთ. ჩვენს ქვეყანაში მანდარინი პირველად 1885 წელს, იტალიიდან შემოიტანეს.

ახლა კი ვნახოთ, რა სარგებლობა მოაქვს მანდარინს?

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ მანდარინში არ არის ნიტრატები. ლიმონმჟავა, რომელსაც მანდარინი შეიცავს, ანეიტრალებს მავნე ნაერთებს ანუ ბუნებრივი "ანტიდოტია"!

ვიტამინი C იმუნიტეტისთვის

საკმარისია ამ ხილის ფერი დაინახოთ, რომ ყველაფერი ნათელი გახდება. მანდარინი ცნობილია C ვიტამინის მაღალი შემცველობით, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს, სხეულს მავნე თავისუფალი რადიკალებისგან იცავს, შეხორცების პროცესს აჩქარებს და გაციებასთან ბრძოლაში ეხმარება.

ანტიოქსიდანტები დაბერების პროცესის შესანელებლად

მანდარინი მდიდარია ისეთი ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა ბეტა-კაროტინი და ფლავონოიდები. ისინი კი სხეულს ვარჯიშის შემდეგ ძალების აღდგენაში ეხმარებიან, სხეულში ანთებით პროცესებს ებრძვიან, უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ და დაბერების პროცესს ანელებენ.

კალიუმი გულის ჯანმრთელობისთვის

მანდარინიში შემავალი კალიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას. ეს მიკროელემენტი გულის კუნთს აძლიერებს. აღსანიშნავია, რომ ერთი მანდარინი შეიძლება შეიცავდეს 155 მგ-მდე კალიუმს, რაც კალიუმის დღიური ნორმის დაახლოებით 5%-ია.

კალციუმი ძვლების ჯანმრთელობისთვის

მანდარინი შეიცავს ძვლების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან კალციუმს, რომელიც ფიზიკური დატვირთვის დროს მინერალების დაკარგვისგან გვიცავს.

ბოჭკო საჭმლის მონელებისთვის

მანდარინი შეიცავს დიეტურ ბოჭკოს, რომელიც საჭმლის მონელებაში გვეხმარება, სისხლში შაქრის დონეს აწესრიგებს და ახანგრძლივებს დანაყრების შეგრძნებას.

ვიტამინები B, P, K, D და ბუნებრივი შაქარი ენერგიისთვის

ეს ვიტამინების მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლურ პროცესში, ორგანიზმს ენერგიით უზრუნველყოფს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ერთი სიტყვით, თუ უსაფრთხო ანტიდეპრესანტი გჭირდებათ, მანდარინი უნდა იყიდოთ!
თანაც არა მხოლოდ შემადგენლობას, არამედ მანდარინის გემოს, ფერს და არომატსაც, რაც დღესასწაულთან ასოციაციას იწვევს, შეუძლიათ ცუდი განწყობის „განკურნება“.

გარდა ამისა:

? მანდარინის წვენი და ნაყოფი ეფექტურია დიზენტერიის დროს;

? გამოიყენება როგორც სისხლდენის შემაჩერებელი საუკეთესო საშუალება;

? დიაბეტის დროს მანდარინის ქერქის ნახარში ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. ამ ნაყენს ასე ამზადებენ:

3 მანდარინის ქერქი მოვხარშოთ 1 ლიტრ წყალში, გავწუროთ დოლბანდში, შევინახოთ მაცივარში და მივიღოთ ყოველდღიურად.

? მანდარინის მიქსტურა კი ხველას შეგიჩერებთ:

3 სუფრის კოვზ მანდარინის გამხმარ ქერქს დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ორი საათით გააჩერეთ და შემდეგ გადაწურეთ. დაამატეთ ორი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. ეს მიქსტურა შემთბარი მიიღეთ, მეოთხედი ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამის შემდეგ.

გაითვალისწინეთ:

?მანდარინი მოზრდილებისთვის რეკომენდებულია დღეში 4-6 ცალი, ბავშვებისთვის კი – დღეში 2 ცალი, რადგან ეს ციტრუსი C ვიტამინის წყაროა და მისმა მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება, ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს;

?მანდარინის უზმოზე მიღება არ შეიძლება. გაგიღიზიანებთ მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანს, რაც გამოიწვევს გულძმარვას;

?ამავე მიზეზით არ არის სასურველი მანდარინის ჭამა გასტრიტის ან კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს;

?არ ჭამოთ შოკოლადთან ერთად - ეს ზედმეტად ტვირთავს პანკრეასს.

 

წყარო:fun time

 

წაკითხვა 230 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 18 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.