ბულგარული წიწაკა ყველითა და ბეკონით

 
6   ცალი ბულგარული წიწაკა
 
115   გრამი კრემ-ყველი
 
2   ს/კ დაჭრილი მწვანე ხახვი
 
4   ნაჭერი შემწვარი ბეკონი
 
1⁄2  ჩ/კ ნივრის ფხვნილი
 
1⁄2  ჭიქა გახეხილი ჩედარი
 
1   ჩ/კ ვორჩესტერის სოუსი
 
დაჭრილი ქინძი
 
მომზადების წესი

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. საცხობ ლანგარს მოასხით საცხობი სპრეი.

 

პატარა თასში მიქსერით ათქვიფეთ კრემ-ყველი, მწვანე ხახვი, დაფშვნილი ბეკონი, ნივრის ფხვნილი, ჩედარი და ვორჩესტერის სოუსი.

 

ბულგარული წიწაკები შუაზე გაჭერით და თესლი მოაშორეთ. თითოეული ნახევარი მიღებული ნაზავით ამოავსეთ. მოათავსეთ წინასწარ გამზადებულ საცხობ ლანგარზე და მოაყარეთ ცოტაოდენი გახეხილი ყველი. აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 10-12 წუთით, კრემ-ყველის გადნობამდე და წიწაკის დარბილებამდე.

                              

მირთმევამდე ცოტათი გააგრილეთ. მოაყარეთ დაჭრილი ქინძი. გემრიელად მიირთვით.

 

წყარო: კულინარია

 

 

 
წაკითხვა 113 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 22 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.