გამომცხვარი ორაგული

700   გრამი ორაგულის ფილე

 
ზეითუნის ზეთი
 
მარილი და პილპილი
 
2   ს/კ კარაქი
 
1   ს/კ დაჭრილი ოხრახუში
 
მომზადებია წესი 

 

1 წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე.

 

2 ორაგულის ფილეს ორივე მხარეს ზეითუნის ზეთი მოასხურეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით და ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთით გააჩერეთ. საცხობ ლანგარზე დააფინეთ ალუმინის ფოლგა და ორაგული ზედ გადაიტანეთ.

 

3 ორაგული ღუმელში შედგით და დაახლოებით 10 წუთით აცხვეთ. გამოიღეთ ღუმელიდან და წაუსვით 2 ს/კ კარაქი. თევზისათვის დამდნარი კარაქი ერთგვარი სოუსია. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად

მიირთვით.

 

წყარო: კულინარია.

 
წაკითხვა 90 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 23 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.