თეთრი შოკოლადისა და ჟოლოს ღვეზელი

ინგრედიენტრბი:
 
 
1   ცალი ღვეზელის ცომი
 
140   გრამი თეთრი შოკოლადი
 
3   ს/კ რძე
 
140   გრამი დარბილებული კრემ–ყველი
 
1⁄2  ჭიქა შაქრის პუდრა
 
2⁄3  ჩ/კ ფორთოხლის გახეხილი კანი
 
1   ჭიქა ათქვეფილი ნაღები
 
3   ჭიქა ახალი ჟოლო
 
მომზადების წესი
 
ღვეზელის ცომი შეგიძლიათ გაყინული იყიდოთ და წინასწარ გააცხელებულ ღუმელში 230 C-ზე გამოაცხოთ, ან შინ თავადაც მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ ჩვენი რეცეპტის დახმარებით.
 

მიკროტალღური ღუმელის თასში შოკოლადის ფილის 4 ცალი კუბიკი რძესთან ერთად დაუფარებლად გაადნეთ დაახლოებით 2 წუთით, ან ბოლომდე გადნობამდე. დროდადრო მოურიეთ. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.

 

პატარა თასში ელექტრო მიქერით დაბალ სიჩქარეზე კრემ–ყველი, შაქრის პუდრა და ფორთოხლის კანი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე თქვიფეთ. შეურიეთ თეთრი შოკოლადის ნაზავი. დაუმატეთ გათქვეფილი ნაღები.

 

მიღებული ნაზავი გამომცხვარი ღვეზელის ქერქის ძირში მოათავსეთ. ზემოდან მოალაგეთ ჟოლო.

 

დარჩენილი თეთრი შოკოლადი გაადნეთ და ღვეზელს მოასხით. შედგით მაცივარში დაახლოებით 2 საათით ან გამყარებამდე. გემრიელად მიირთვით.

 

 

წყარო: კულინარია 

წაკითხვა 139 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 27 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.