გოგრა ხილის პუდინგით

ინგრედიენტები:

1   ცალი გოგრა, 1–დან 1.3 კგ.–მდე

 
2   ს/კ გამდნარი კარაქი ან მარგარინი
 
2   ს/კ შაქარი
 
2   ცალი მოზრდილი კვერცხი
 
1⁄2  ჭიქა შაქარი
 
1⁄2  ჭიქა გამდნარი კარაქი ან მარგარინი
 
3⁄4  ჭიქა ნაღებისა და რძის ნარევი
 
3⁄4  ჭიქა მოხალული პეკანი
 
1   ცალი ქიშმიშიანი პური
 
1⁄2  ჭიქა ახალი მოცვი ან ატამი
 
 
მომზადების წესი:
 

გოგრას მოაჭერით ზედა ნაწილი და ყუნწით მოხადეთ. კოვზით ამოაცალეთ თესლი და რბილობი და გადაინახეთ. დარჩენილ ქერქს შიგნიდან წაუსვით 1 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი. მოაყარეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და მოჭრილი ნაწილი ისევ დააფარეთ. აცხვეთ 180° C-ზე 35 წუთით.

 

გამომცხვარ ქერქს შიგნიდან კვლავ წაუსვით 1 სუფრის კოვზი კარაქი და მოაყარეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი.

 

აურიეთ ერთმანეთში კვერცხი და მომდევნო 6 ინგრედიენტი: 1/2 ჭიქა შაქარი, გამდნარი კარაქი, ნაღებისა და რძის თანაბარი ნარევი, პეკანი (შესაძლებელია ნიგოზიც), 500 გრ.იანი 2.5 სმ. კუბიკებად დაჭრილი ქიშმიშიანი პური (ცადეთ ნაზუქით) და ახალი მოცვი ან კუბიკებად დაჭრილი ატამი. მიღებული პუდინგი კოვზით გადაიტანეთ 20 სმ. ზომის კვადრატულ საცხობ ფორმაზე.

 

აცხვეთ გოგრა და პუდინგი 180° C-ზე 25 წუთით. შემდეგ გოგრა გააგრილეთ და პუდინგი მასში კოვზით გადაიტანეთ.

 

შენიშვნა: ინდივიდუალურად მისართმევად, გამოიყენეთ თორმეტი 250 გრამიანი გოგრა. გამოაცალეთ თესლი და რბილობი. წაუსვით 1 ჩაის კოვზი კარაქი და მოაყარეთ ამდენივე შაქარი. აცხვეთ პურის პუდინგთან ერთად (პატარა გოგრებს, დიდისგან განსხვავებით, წინასწარ გამოცხობა არ სჭირდება), შემდეგ კი გადაიტანეთ პუდინგი გოგრებში.

 

 

წყარო:კულინარია

 
წაკითხვა 105 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 18 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.