ქათმის მკერდი სოკოთი

ინგრედიენტები:

2   ცალი ქათმის მკერდი

 
2   ს/კ ზეითუნის ზეთი
 
225   გრამი სოკო
 
მწიკვი მარილი
 
1⁄2  ჭიქა წყალი
 
15   გრამი კარაქი
 
მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
 
მომზადების წესი
 

გააცხელეთ ღუმელი 200C გრადუსზე.

 

უძვლო და კანიან ქათმის მკერდს მოაყარეთ მარილი და წიწაკა(ორივე მხარეს).

 

დადგით ტაფა საშუალოზე მაღალ ცეცხლზე და გააცხელეთ ზეთი. მოათავსეთ ქათმის მკერდი ტაფაზე კანიანი ზედაპირით და შეწვით 5 წუთით(ნუ გადააბრუნებთ ამ დროის განმავლობაში), სანამ კანი ყავისფერი არ გახდება.

 

აუწიეთ ცეცხლს და განაგრძეთ ქათმის შეწვა მეორე მხრიდან. თან ჩაუმატეთ 6-7მმ სისქის ნაჭრებად დაჭრილი სოკო და მოაყარეთ 1 მწიკვი მარილი*. მუდმივად ურიეთ სოკოს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.

 

ამ დროის გასვლის შემდეგ შედგით ტაფა გახურებულ ღუმელში და დატოვეთ, სანამ ქათმის მკერდი კარგად არ შეიწვება. ამას დაჭირდება დაახლოებით 15-20 წუთი, მისი ზომიდან გამომდინარე. გადმოალაგეთ მკერდები თეფშზე და მსუბუქად დააფარეთ ალუმინის ფოლგა, რათა არ გაცივდეს.

 

დადგით ტაფაში დარჩენილი სოკო საშუალოზე მაღალ ცეცხლზე და განაგრძეთ მისი შეწვა. თან მუდმივად ურიეთ 5 წუთის განმავლობაში, სანამ ტაფაზე სოკოს ნამწვავები არ დარჩება. ამ დროს გასვლის შემდეგ მოასხით წყალი და განაგრძეთ ხის კოვზით მორევა. გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან დაახლოებით 2 წუთში, როცა წყლის მოცულობა განახევრდება.

 

მალევე ჩაუმატეთ შემწვარი ქათმის წვენი, თუ ამ დროის განმავლობაში რამე მოგროვდა. ჩაუმატეთ კარაქი და ურიეთ, სანამ სრულად არ გადნება. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

 

შემწვარი სოკო თავისი სოუსით მოასხით შემწვარ ქათამს, სურვილისამებრ შეკაზმეთ მწვანილით და გემრიელად მიირთვით!

 

წყარო: კულინარია.

 
წაკითხვა 122 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 18 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.