ბაქლავა

ინგრედიენტები:
 
 
4   ჭიქა ფქვილი
 
5   ცალი კვერცხი
 
2   ჩ/კ სოდა
 
2   ჭიქა შაქარი
 
ვანილი
 
1   ჭიქა ნიგოზი
 
1   ჭიქა ქიშმიში
 
2   ს/კ მაწონი
 
მომზადების წესი:
 

ცომის მომზადება: ფქვილით, კარაქით, 4 კვერცხის გულითა და სოდით მოვზილოთ ცომი კარგად, გავყოთ სამ  გუნდად და დავასვენოთ მაცივარში მთელი ღამით, ან მინიმუმ 2 საათით.

 

5 კვერცხის ცილისგან და შაქრისგან ამოვიყვანოთ მერენგა (ბეზე) და დავუმატოთ ვანილი.

 

მომზადება: გავაბრტყელოთ ერთი ფენა ცომი და გადავიტანოთ ცხიმწასმულ ფორმაზე, წავუსვათ ნახევარი ბეზეს ნაწილი, მოვაყაროთ ქიშმიში და წვრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი, შემდეგ მეორე ფენა და გავიმეოროთ იგივე, დავაფაროთ მესამე ფენა და წავუსვათ 1 კვერცხის გული და 2 ს/კ მაწონი, დავჭრათ რომბისრებრად და შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.

 

როდესაც გამოცხვება მოვასხათ წინასწარ გამზადებული შაქრის ან ნეკერჩხლის სიროფი (შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი ბლის მურაბის სიროფი) და შევაბრუნოთ ღუმელში კიდევ ცოტა ხნით.

გემრიელად მიირთვით!

 

წყარო: კულინარია 

წაკითხვა 96 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 18 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.