საქონლის ხორცის რულეტი სოკოთი

ინგრედიენტები:

  1 კგ. ძროხის ხორცი

 
2   ცალი სტაფილო
 
30   მლ/ლ მდნარი კარაქი
 
4   თავი ხახვი
 
შავი პილპილი
 
მარილი
 
50   გრამი თეთრი სოკო
 
ნიახურის ღერო
 
15   გრამი არაჟანი
 
1   ცალი ლიმონი
 
720   მლ/ლ წყალი
 
50   გრამი საქონლის მოხარშულ-შებოლილი მკერდი
 
15   გრამი კარაქი
 
10   ცალი საფანელი
 
1   ცალი კვერცხი
 
ოხრახუში
 მომზადების წესი:
 
დაჭერით ხორცი მართკუთხედის ფორმაზე და დაბეგვეთ, გამოიყენეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
 

გამხმარი სოკო დაალბეთ ცივ წყალში 2 საათით. შემდეგ ამავე წყალში მოხარშეთ და გადმოიღეთ თუშფალანგზე. ნახარში შეინახეთ. დაჭერით 2 თავი ხახვი რგოლებად და ასრისეთ ზეთში. ხორცი და სოკო ერთად გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში. შემდეგ აურიეთ ხახვი, დაამატეთ კვერცხი, ორცხობილა, დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი გემოვნებით.

 

დაბეგვილ ხორცზე გადმოიტანეთ ხორცისა და სოკოს შეზავებული მასა, გადაახვიეთ რულეტად, შეკარით ძაფით და შეწვით ზეთში დაბრაწვამდე. სტაფილო გრძელ, ვიწრო ზოლებად დაჭერით, ასევე, დაჭერით ნიახურის ფესვის მეოთხედი და ხახვი – რგოლებად. ეს ყველაფერი მოათავსეთ საცხობ ლანგარზე და ზემოდან დადეთ რულეტი. მოასხით ლიმონის წვენი, 1 ჭიქა სოკოს ნახარში და შედგით ღუმელში მომზადებამდე.

 

რულეტს მოაცალეთ ძაფები და დაჭერით რგოლებად. ბოსტნეული სოკოს წვენით გახეხეთ საცერში, დაამატეთ არაჟანი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. მიღებული სოუსი მოასხით დაჭრილ რულეტს. გარნირად კი, გამოიყენეთ ბოსტნეულის კონსერვი. გემრიელი კერძი მზადაა!

 

წყარო:კულინარია 

 
წაკითხვა 120 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 21 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.