ყველაზე გემრიელი სპაგეტი

ინგრედიენტები:

 

900   გრამი კანგაცლილი იტალიური სოსისი

 
1   თავი დაჭრილი პატარა ხახვი
 
4   კბილი დაკეპილი ნიორი
 
800   გრამი დაჭრილი პომიდორი
 
2   ქილა (170 გრ–იანი) ტომატი
 
2   ქილა (425 გრ–იანი) პომიდვრის სოუსი
 
2   ჭიქა წყალი
 
3   ჩ/კ რეჰანი
 
2   ჩ/კ გამხმარი ოხრახუშის ფანტელები
 
11⁄2  ჩ/კ ყავისფერი შაქარი
 
1   ჩ/კ მარილი
 
1⁄3  ჩ/კ დაფქული წითელი წიწაკა
 
1⁄4  ჩ/კ ახლად დაფქული შავი პილპილი
 
1⁄4  ჭიქა წითელი ღვინო
 
500   გრამი წვრილი სპაგეტი
 
პარმეზანი
 
მომზადების წესი:
 

ღრმა ქვაბში წვით სოსისი და მორევისას დააქუცმაცეთ.

 

დაუმატეთ ხახვი და თუშეთ, დროდადრო ურიეთ, ხახვის დარბილებამდე.

 

დაუმატეთ ნიორი, დაჭრილი პომიდორი, ტომატი, პომიდვრის სოუსი და წყალი.

 

დაუმატეთ რეჰანი, ოხრახუში, შაქარი, მარილი, წითელი წიწაკა და შავი პილპილი.

 

კარგად მოურიეთ და წამოადუღეთ.

 

შეურიეთ წითელი ღვინო.

 

ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე, ურიეთ ხშირად, სულ მცირე ერთი საათით. თუ დიდი ხნით ადუღებთ სოუსი უფრო კარგი გამოვა.

 

ცალკე ქვაბში მოხარშეთ სპაგეტი.

 

სპაგეტი თეფშზე გადმოიღეთ, სოუსი კოვზით მოასხით და მოაყარეთ პარმეზანი. გემრიელად მიირთვით!

 

წყარო:კულინარია

 
წაკითხვა 115 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 26 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.