მარწყვის რულეტი ნაღების კრემით

ინგრედიენტები:

 

4   ცალი კვერცხი

 
4   ს/კ შაქარი
 
1   შეკვრა ვანილი
 
4   ს/კ ფქვილი
 
4   ს/კ მცენარეული ზეთი
 
1⁄2  ჩ/კ გამაფხვიერებელი
 
მწიკვი მარილი
 
350   მგ. მაღალცხიმიანი ნაღები
 
50   გრამი თეთრი შოკოლადი
 
1   ს/კ შაქრის პუდრა
 
1   შეკვრა ნაღების შემასქელებელი
 
300   გრამი ახალი მარწყვი
 
მომზადების წესი.

კრემისათვის დაჭერით შოკოლადი და ჩაყარეთ ქვაბში 150 მგ ნაღებთან ერთად, გაალღვეთ ნელ ცეცხლზე. დროდადრო ამოურიეთ და გადადგით გასაგრილებლად. ათქვიფეთ 200 მგ. ნაღები(არანაკლებ 30%) შაქრის პუდრასთან და ნაღების შემასქელებელთან ერთად, თანდათანობით შეურიეთ გაგრილებული თეთრი შოკოლადის მასა. მიღებული კრემი შედგით მაცივარში 30 წუთით.

 

ცომისათვის ათქვიფეთ ცილა, თანდათანობით შეურიეთ 2ს/კ შაქარი და მწიკვი მარილი. ათქვიფეთ კვერცხის გული დანარჩენ შაქართან და ვანილთან ერთად. დაუმატეთ ზეთი ისე, რომ არ შეანელოთ თქვეფა. ფაქიზად შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გულისა და ცილის მასები, თანდათანობით დაუმატეთ გამაფხვიერებელ შერეული ფქვილი.

 

36х28 სმ ზომის გამოსაცხობ ლანგარზე გადააფარეთ პერგამენტი და წაუსვით მცენარეული ზეთი. ფრთხილად გადაიტანეთ მიღებული ცომი. გამოაცვხეთ ბისკვიტი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფრად არ შეიფერება. გამომცხვარ ფენას გადააფარეთ სამზარეულოს ტილო, სწრაფად გადმოაბრუნეთ და მოაცილეთ პერგამენტი. ფრთხილად დაახვიეთ ჯერ კიდევ ცხელი ფენა ტილოსთან ერთად და გააჩერეთ გასაცივებლად.

 

დაჭერით მარწყვი მცირე ნაჭრებად. რამოდენიმე ცალი კი მოიტოვეთ მოსართავად.

 

გაასწორეთ გაგრილებული რულეტი, წაუსვით კრემი, ცოტაოდენი კრემი მოიტოვეთ ზემოდან გადასასმელად. თანაბრად გადაანაწილეთ კრემზე მარწყვი. დაახვიეთ რულეტი და კიდეები შემოუსწორეთ დანით.

 

მზა რულეტს ზემოდან გადაუსვით მორჩენილი კრემი და მორთეთ მარწყვითა და შოკოლადის ფანტელებით. გააცივეთ მაცივარში და შემდეგ მიიტანეთ სუფრასთან.

 

წყარო:კულინარია.

წაკითხვა 88 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 27 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.