ქათმის კარბონარა

ინგრედიენტები:

 340   გრამი ფეტუჩინი

 
4   ნაჭერი ბეკონი
 
3   კბილი დაკეპილი ნიორი
 
225   გრამი ქათმის ფილე
 
მარილი
 
ახლად დაფქული შავი პილპილი
 
4   ცალი ათქვეფილი კვერცხი
 
3⁄4  ჭიქა გახეხილი პარმეზანი
 
1⁄3  ჭიქა დაჭრილი ოხრახუში
 
მომზადების წესი:
 

დიდ ქვაბში მარილიან წყალში მოხარშეთ მაკარონი ფეტუჩინი. გადაწურეთ და შეინახეთ ½ ჭიქა ნახარში წყალი. მაკარონი ქვაბშივე ჩააბრუნეთ.

 

ამასობაში, დიდ ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე ბეკონი 5 წუთით წვით. დაუმატეთ ნიორი და წვით კიდევ 2–3 წუთით. გადაიტანეთ თასში.

 

ტაფაზე, ბეკონის ცხიმში, ზოლებად დაჭრილი ქათმის ხორცი გადაიტანეთ და მოუმატეთ ტემპერატურას. შეაზავეთ მარილითა და პილპილით და წვით დაახლოებით 10 წუთით, დროდადრო ამოურით.

 

შეამცირეთ ტემპერატურა და ბეკონი ისევ ტაფაზე გადაიტანეთ. დაუმატეთ მოხარშული ფეტუჩინი და კარგად ამოურიეთ.

 

პატარა თასში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ პარმეზანი და ოხრახუში. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.

 

კვერცხის ნაზავი მაკარონს მოასხით და კარგად ამოურიეთ. დაუმატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი მაკარონის ნახარში წყალი.

 

მორთეთ პარმეზანითა და ოხრახუშით. მიირთვით მომზადებისთანავე.

 

წყარო:კულინარია.

წაკითხვა 156 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 02 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.