ქათმისა და ყველის მაჭკატები

ინგრედიენტები:
 
700   გრამი ქათმის ფილე
 
2   ცალი დიდი კვერცხი
 
1⁄3  ჭიქა მაიონეზი
 
1⁄3  ჭიქა ფქვილი
 
11⁄3  ჭიქა გახეხილი მოცარელა
 
11⁄2  ს/კ დაჭრილი კამა
 
1⁄2  ჩ/კ მარილი, ან გემოვნებით
 
1⁄8  ჩ/კ პილპილი, ან გემოვნებით
 
1⁄3  ჭიქა მაიონეზი*
 
1   თავი დაკეპილი ნიორი*
 
1⁄2  ს/კ ლიმონის წვენი*
 
1⁄4  ჩ/კ მარილი*
 
1⁄8  ჩ/კ შავი პილპილი*
 
მომზადების წესი:
 

ბასრი დანით ქათამი 7 მმ სისქის ნაწილებად დაჭერით და დიდ თასში მოათავსეთ.

 

თასში ხორცს დაუმატეთ 2 ცალი კვერცხი, 1/3 ჭიქა მაიონეზი, 1/3 ჭიქა ფქვილი, 1 1/3 ჭიქა გახეხილი მოცარელა, 1 ½ ს/კ კამა, ½ ჩ/კ მარილი, 1/8 ჩ/კ შავი პილპილი. ურიეთ კარგად შერევამდე, დააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და შედგით მაცივარში 2 საათით ან მთელი ღამით.

 

საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ ტაფა და დაასხით 2 ს/კ ზეითუნის ზეთი. როცა ზეთი გაცხელდება, ქათმის ნაზავი სუფრის კოვზით ამოიღეთ და ტაფაზე მოათავსეთ. ზედაპირზე კოვზით ოდნავ დააწექით, რომ მაჭკატი ცოტათი გაბრტყელდეს. წვით 3–4 წუთით პირველ მხარეს. შემდეგ გადმოაბრუნეთ და წვით 3 წუთით მეორე მხარეს, შებრაწვამდე. შეგიძლიათ, მაჭკატი ნახევრად გაჭრათ და შეამოწმოთ ქათამი შეიწვა თუ არა. თუ ხორცი შიგნით თეთრი ფერის იქნება, ის უკვე მზად არის, ხოლო თუ მეტისმეტად სწრაფად იბრაწება, დაუწიეთ ტემპარატურას.

 

აიოლის გასაკეთებლად* პატარა თასში 1/3 ჭიქა მაიონეზი*, 1 კბილი დაკეპილი ნიორი*, 1/2 ს/კ ლიმონის წვენი*, ¼ ჩ/კ მარილი*, 1/8 ჩ/კ შავი პილპილი* აურიეთ, ისე რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მაჭკატები და საწებელი ერთად და გემრიელად მიირთვით :)

 

წყარო:კულინარია.

წაკითხვა 113 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 04 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.