შემწვარი ქათამი KFC-ის სტილში

ინგრედიენტები:
 
250   გრამი ქათმის ფილე ან ბარკლები
 
ზეთი შესაწვავად
 
1   ცალი დიდი კვერცხი
 
3⁄4  ს/კ ლიმონის წვენი
 
1⁄4  ჩ/კ პილპილი
 
მწიკვი კურკუმა
 
1   ჩ/კ ნივრისა და კოჭას ნაზავი
 
1⁄2  ჩ/კ გამხმარი როზმარინი
 
1⁄4  ჩ/კ ხახვის ფხვნილი
 
1⁄4  ჩ/კ ნივრის ფხვნილი (სურვილისამებრ)
 
1⁄2  ჩ/კ პაპრიკა
 
მარილი გემოვნებით
 
21⁄2  ს/კ სიმინდის ფქვილი
 
ორცხობილას საფანელი ან დაფქული შვრია
 
მომზადების წესი.
 

ათქვიფეთ კვერცხი და დროებით გადადგით.

 

ქათმის ფილე ან ბარკლები კარგად გარეცხეთ და დააწდეთ.

 

მოამზადეთ მარინადი ხორცისათვის : თასში აურიეთ ლიმონის წვენი, პილპილი, ნივრისა და კოჭას ნაზავი, მარილი, როზმარინი და პაპრიკა.

 

დაუმატეთ ფქვილი და ათქვეფილი კვერცხი. კარგად აურიეთ და ქათმის ნაჭრები მარინადში მოათავსეთ. შედგით მაცივარში სულ მცირე 45 წუთით.

 

ქათმის თითოეული ნაჭერი მარინადიდან ამოიღეთ და ორცხობილას საფანელში ამოავლეთ ან საფანელი მარინადშივე მოაყარეთ ხორცს და აურიეთ. ცოტა ხნით ასე გააჩერეთ. თუ ორცხობილას საფანელი არ გაქვთ, მაშინ შვრიის ფანტელი დააბლენდერეთ და საფანელის ნაცვლად გამოიყენეთ.

 

ცხელ ღრმა ტაფაზე დაასხით ბლომად ზეთი. წვით საშუალო ტემპერატურაზე გადაბრაწვამდე. მიირთვით ცხელი.

 

წყარო:kulinaria.ge

 
წაკითხვა 105 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 07 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.