April 30, 2024

შოკოლადის სამარხვო ორცხობილა „ბრაუნი“

შოკოლადის მდიდარი გემო და უნაზესი შემადგენლობა გულგრილს არავის დატოვებს და, რაც მთავარია, მისი მომზადება ძალიან მარტივია.

 
 15 ცალი ბრაუნის გამოსაცხობად დაგჭირდებათ:
  • შავი შოკოლადი (სამარხვო, 60-70%-იანი) - 120 გრ
  • მცენარეული ზეთი - 50 მლ (5 დესერტის კოვზი)
  • შაქარი - 140 გრ. (დაახლოებით, 6 ს.კ.)
  • წყალი - 80 მლ.
  • ფქვილი - 130 გრ. (5 ს.კ., თავმოუდგმელი)
  • კაკაო - 30 გრ. (დაახლოებით, 6 ს.კ.)
  • გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ.კ.

მომზადების წესი:

  1. შოკოლადი დატეხეთ, ჯამში ჩაყარეთ და წყლის აბაზანაზე, მცენარეულ ზეთთან ერთად გაადნეთ.
  2. მეორე ჯამში წყალი და შაქარი აურიეთ და ცეცხლზე დაადგით. სიროფი ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ.
  3. ორივე ჯამის შემადგენლობა შეაგრილეთ. მნიშვნელოვანია, რომ შოკოლადიც და სიროფიც ერთნაირად თბილი იყოს. ბოლოს სიროფი შოკოლადში ჩაასხით და აურიეთ.
  4. ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი ერთმანეთში აურიეთ, შოკოლადს დაუმატეთ და ისევ კარგად აურიეთ. ცომი საშუალო სისქის და წებოვანი იქნება.
  5. ცომი კოვზის ან სპეციალური ფორმების დახმარებით საცხობ ფირფიტაზე გადაიტანეთ და 180 გრადუსზე 9-10 წუთის განმავლობაში აცხვეთ.

გამომცხვარი ბრაუნი გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით.

 

წყარო

წაკითხვა 109 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 07 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.