April 27, 2024

ტომატის სამარხვო წვნიანი კურკუმით

ინგრედიენტები

  •  დაკონსერვებული პომიდორი - 450 გ

 

  • ჩერი პომიდორი - 150 გ

 

  • ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი - 1/2 ჭიქა

 

  • ხახვი - 1 პატარა თავი

 

  • ნიორი - 2 კბილი

 

  • ოხრახუში - 4 ღერი

 

  • კურკუმა - 2 ჩ/კ

 

  • ხმელი ბაზილიკი - 1 ჩ/კ

 

  • ვაშლის ძმარი - 1 ს/კ

 

  • ზეითუნის ზეთი - 1 ჩ/კ

 

  • გოგრის თესლი - 1 ს/კ

 

  • ნიგოზი - 1 ს/კ

 

  • მარილი და პილპილი

 

 

მომზადების წესები
 

გაფცქვენით ხახვი და ნიორი, დაჭერით წმინდად. პომიდორი ჩერი დაჭერით შუაზე. 

 

 

გაახურეთ ქვაბში ზეითუნის ზეთი და მოხრაკეთ ხახვი და ნიორი 1 წუთის განმავლობაში.

 

 

დაუმატეთ პომიდორი ჩერი და კურკუმა, თუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში, სანამ პომიდორი არ დარბილდება. თან ურიეთ.

 

 

შემდეგ დაუმატეთ პომიდვრის კონსერვი და ხმელი ბაზილიკი. ჩაასხით ბულიონი (ან წყალი), ვაშლის ძმარი და მიიყვანეთ მასა ადუღებამდე.

 

 

დააფარეთ ქვაბს თავსახური, დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ წვნიანი 5 წუთი. 

 

 

მშრალ ტაფაზე მოხალეთ ნიგოზი და გოგრის გარჩეული თესლი. ნიგოზი დაჭერით.

 

 

მზა წვნიანი დააბლენდერეთ კრემ-სუფის კონსისტენციის მიღებამდე, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

 

 

სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ნიგოზი და გოგრის თესლი, ასევე დაჭრილი ოხრახუში.

 

 

გემრიელად მიირთვით!

 

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 872 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 13 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.