ისპანახის ფხალი შაშკვლავით
ინგრედიენტები
- ისპანახი - 1 კგ
- ნიგოზი - 250 გ
- ქინძი - 1/2 კონა
- ოხრახუში - 0,5 კონა
- შაშკვლავი - 0,5 კონა
- ნიორი - 2 კბილი
- უცხო სუნელი - 1 ჩ/კ
- ზაფრანა - 1 ჩ/კ
- ქინძის თესლი - 1 ჩ/კ
- ხახვი - 1 თავი
- თეთრი ღვინის ძმარი - 30 მლ
- მარილი
- დაფქვილი წითელი წიწაკა
ისპანახის გარეცხილი ფოთლები მდუღარე წყალში მოვწალოთ. ამოვიღოთ საწურზე, გავაცივოთ და გავწუროთ.
შემდეგ ხის დაფაზე დავკეპოთ დანით. ნიგოზი, მწვანილები, ხახვი და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
შემდეგ დავუმატოთ სუნელები, მარილი და ძმარი, შევურიოთ დაკეპილი ისპანახი და ხელით კარგად ავზილოთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ,,შემდგომი მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, თუ რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი; ვლოცულობთ და ღმერთს ვთხოვთ მისთვის მხნეობას და ჯანმრთელობას” – ანდრია ჯაღმაიძე
- ,,ვიცით, რომ მათი ყველა გადაადგილება კონტროლდება გარედან, არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღება, გაერთიანება-არგაერთიანება"- ნინო წილოსანი
- ,,შეფასდა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა; ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს"- მიხეილ სარჯველაძე
- ,,სისულელეები მოვისმინეთ, რა უნდა შეისწავლოს ერთმა ადამიანმა, რომელიც 2 დღით ჩამოდის?"- კახა კალაძე
- ყოფილი სახალხო დამცველი,უჩა ნანუაშვილი სუს-ში მისვლაზე უარს ამბობს
