April 27, 2024

პასტა მოსტაჩიოლი- უგემრიელესი იტალიური კერძი

ინგრედიენტები

  •  ყველი პარმეზანი - 1/4 ჭიქა
  • წითელი წიწაკა, დაღერღილი
  • პასტა პენნე - 250-300 გ
  • ხმელი ბაზილიკი - 1 ჩ.კ
  • ხმელი ორეგანო - 1 ჩ.კ
  • პამიდვრის პიურე (ცოცხალი ან ქილის) - 800 გ
  • ნიორი - 4-5 კბილი
  • ხახვი - 1 თავი
  • საქონლის ფარში - 1 კგ
  • მოცარელა - 2 ჭიქა
  • მარილი და პილპილი
  • ოხრახუში
 
 
მომზადების წესები
 
ფარშს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე. შემდეგ დაამატეთ სუნელები და წიწაკა. შემდეგ დაამატეთ პამიდორი, პარმეზანის ნაწილი, მარილი, პილპილი.


პარალელურად, მოხარშეთ პასტა პენე სანახევროდ. გადაწურეთ და შეურიეთ ხორციან სოუსში. ნახევარი გადაიტანეთ ღუმელის ფორმაში, მოაყარეთ ყველი მოცარელა. შემდეგ მოაყარეთ  დარჩენილი პასტა სოუსით, დარჩენილი პარმეზანი და  მოცარელა.. გამოაცხეთ 170 გრადუსზე 30-40 წუთი, თეფშზე გადმოღებისას მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.
 
 
წაკითხვა 719 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 03 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.