April 27, 2024

როგორ მოვამზადოთ კარამელიანი ბანანი?

კარამელიანი ბანანი ძალიან გემრიელი და ამავდროულად მარტივი მოსამზადებელია. როდესაც მოდურ რესტორანში კარამელიან ბანანს მოგართმევენ, თქვენ უბრალოდ ფიქრობთ,რომ ძალიან მაგარია. თუმცა ახლა მათი მომზადება თქვენც შეგიძლიათ! ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ ორი ბანანი, მუჭა შაქარი,კარაქი და მადა!

 

ინგრედიენტები:

  • 1 კონა მწიფე ბანანი
  • 500 გრამი ყავისფერი შაქარი
  • 1 ჭიქა კარაქი
  • 250 გრამი კრემი, ნაყინი ან ახალი ხილი.

1.დაჭერით ბანანი გრძელ ხაზებად. შემდეგ გაჭერით შუაზე,ისე რომ ბანანი გავყოთ მეოთხედებად. დააწყვეთ ბანანები მაგიდაზე.

ბანანი

2.დაადნეთ ნახევარი კარაქი და გადადგით.

  1. კარაქის მეორე ნახევარი დადეთ ტაფაზე. გაადნეთ საშუალო სითბოზე.

4.წაუსვით ბანანს დამდნარი კარაქი. სანამ კარაქი დნება და ტაფა ცხელდება, აიღეთ პირველად გამდნარი კარაქი და ჯაგრისის გამოყენებით ამოავლეთ ბანანი კარაქში.

  • თქვენ შეგიძლიათ ბანანი კარაქში ჩადოთ და დატოვოთ,თუმცა ამ შემთხვევაში ბანანი ძალიან კარაქიანი იქნება.

5.კარაქიანი ბანანი დადეთ ტაფაზე. დააყარეთ ყავისფერი შაქარი ყველა ბანანს.

6.არ დაელოდოთ უშაქრო მხარის შეწვას. გადმოატრიალეთ და ისიც დაფარეთ ყავისფერი შაქრით. დატოვეთ ერთი წუთით.

7.ისევ ამოატრიალეთ. დააყარეთ დარჩენილი შაქარი.დატოვეთ საკმაო ხნით,რათა ყავისფერი შაქარი დადნეს და კარგი კარამელი მიიღოთ.

შეწვა

8.მიირთვით. როდესაც ბანანი ოქროსფერი და მოყავისფრო გახდება შუაში,გადმოიღეთ ტაფიდან. მიირთვით კრემთან,ნაყინთან ან ხილთან ერთად ან თუ გირჩევნიათ მარტო.

მზადაა!

ბანანი კარამელით

 წყარო: ihow.ge

წაკითხვა 1217 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 24 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.