April 26, 2024

კარამელის ტარტი

160 გ ფქვილი, 30 გ ნუშის ფქვილი, 30 გ კაკაო და 50 გ შაქარი სამზარეულოს კომბაინში დავაქუცმაცოთ სანამ ერთიან მასას
მივიღებთ.

გავახვიოთ საკვებ ცელოფანში და გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 30 წთ.

 

შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ტარტის ფორმაში. გავაჩეროთ საყინულეში 10 წთ. ზედ დავაფინოთ საცხობი ქაღალდი, დავაყაროთ რომელიმე პარკოსანი, მაგ. ლობიო, რომ ცომმა ცხობისას ფორმა არ დაკარგოს.

 

გამომცხვარი ტარტი გავაცივოთ ოთახის ტემპერატურაზე. ლობიო შეგვიძლია სხვა დროს მოვამზადოთ.

 

300 გ შაქარი და 0,5 ჭიქა წყალი პატარა ქვაბით დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ იქამდე, სანამ სიროფი არ გაყავისფრდება. გადმოვდგათ და ძალიან ფრთხილად დავუმატოთ 120 მლ ნაღები. დავაბრუნოთ ცეცხლზე და სწრაფი მორევით წამოვადუღოთ 2-3 წთ.

 

ბოლოს დავუმატოთ კუბებად დაჭრილი 70 გ კარაქი და გავხსნათ ბოლომდე. შევაგრილოთ და დავასხათ გაცივებულ ტარტს.


ტარტი ასეთ მდგომარეობაში უნდა გაჩერდეს მაცივარში 3-4 სთ.

 

120 მლ ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე და ცხელი დავასხათ 120 გ დაფხვნილ შავ შოკოლადს. მოვურიოთ, რომ ბოლომდე გაიხსნას და დავასხათ ტარტს ზემოდან.

 

სერვირებამდე 2-3 სთ. ჩავაცივოთ.

 

გემრიელად მიირთვით!

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 715 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 29 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.