May 2, 2024

როგორ ავარჩიოთ საზამთრო? - 3 მარტივი ხრიკი და გაჭრის გარეშე მიხვდებით, მწიფეა თუ არა

ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი საზამთროა.

როგორი უნდა იყოს იდეალური საზამთრო? - მწიფე, ტკბილი და გემრიელი. მისი არჩევა არც ისე რთულია, თუ ამ 3 მარტივ ხრიკს გაითვალისწინებთ. ამის შემდეგ აღარც იმის შეგეშინდებათ, რომ შეიძლება გამყიდველმა მოგატყუოთ და აღარც უგემური საზამთრო შეგრჩებათ ხელთ.

 

1. ყურადღება მიაქციეთ წონას და არა ზომას

 

ზომის მიხედვით ნუ შეარჩევთ საზამთროს. აუცილებლად აიღეთ ხელში და წონა შეამოწმეთ. თუკი ზომასთან შედარებით მსუბუქად მოგეჩვენებათ, მასზე ნუ შეაჩერებთ არჩევანს. რაც უფრო მძიმეა - მით უკეთესი.

 

 

2. დააკვირდით ყვითელ „ლაქას“

 

რაც უფრო ყვითელია ღია ფერის წრე საზამთროზე, მით უფრო მწიფეა იგი. გვერდი აუარეთ თავიდან ბოლომდე მწვანე და თეთრლაქიან საზამთროს და ასეთი მოძებნეთ.

 

 

3. ყურადღება მიაქციეთ ხმას

 

ყიდვის წინ საზამთროზე „დააკაკუნეთ“. თუკი ყრუ, ხშულ ხმას გაიგონებთ, საზამთრო დაუმწიფებელი ან გადამწიფებულია.

 

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 707 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.