May 11, 2024

მაისი 01 2024

საქართველო გზაგასაყარზეა - ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.


მაისი 01 2024

გულანთებული ახალგაზრდები დღეს თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ, მივმართავ მათ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.


მაისი 01 2024

2020 წელს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მძიმე და უხეში ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით; ამაზე საუბრობდნენ ელჩები, კონკრეტული პოლიტიკოსები, რაც ეფუძნებოდა სინამდვილეში ენჯეოების მიერ დასკვნების გაყალბებას – ცნობილი პარალელური ხმის დათვლას, ცნობილ ზედმეტობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მაისი 01 2024

ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდობიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


მაისი 01 2024

თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ. მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წევრები თბილისში წამოსვლამდე ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბნენ.


მაისი 01 2024

83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა სახელმწიფოს ღალატს, - ამის შესახებ დეპუტატმა თამარ კორძაიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.


მაისი 01 2024

„არა რუსულ კანონს“, „მონებო“ „რუსებო“- ამ შეძახილებით შეხვდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზეშეკრებილი აქციის მონაწილეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას.


აპრილი 30 2024

გუშინწინდელი დღის შემდეგ, მე რომ „ქოცი“ ვიყო, ოქტომბრის შემდეგ მომავალზე სერიოზულად დავფიქრდებოდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


აპრილი 30 2024
 
დღეს ვიღაცებს სურთ, ჩვენი ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობ და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში თუ კონფრონტაციაში. ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აპრილი 30 2024

უმრავლესობის დეპუტატებს მინდა ვუთხრა: პირდაპირ გეუბნებით, არ მოგასვენებთ! ვერ მოისვენებთ იმიტომ, რომ თქვენ ემსახურებით რუსეთს, რუსულ დიქტატურას, ყოფთ საქართველოს. საქართველოს გაყოფა არავის შერჩენია. ვერ მოისვენებთ ვერც აქ, ვერც სახლში, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.


გვერდი 5 სულ 1243
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.