April 26, 2024

მასწავლებელთა ხელფასი 2000 ლარამდე იქნება - საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა ხელფასებისა და პენსიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

 

ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის ბიუჯეტით, 2021 წლის იანვრიდან გათვალისწინებულია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით.

 

,,მასწავლებლების ხელფასების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. 2021 წელს მასწავლებელთა ხელფასი 1030-დან - 2000 ლარამდე იქნება;

 

მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ მასწავლებლებზე გაიცემა დანამატი - საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით;

 

2012 წლიდან დღემდე მასწავლებელთა საშუალო ხელფასი გაიზარდა 236%-ით

 

2020 წლიდან გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო პერსონალის და სოფლის ექიმების ანაზღაურება 100 ლარით.

 

COVID-19 თან ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით.

 

2020 წლიდან გაზრდილია ჯარისკაცების ხელფასები წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარამდე.

 

2020 წლიდან გაიზარდა პოლიციელების და მეხანძრე-მაშველთა ანაზღაურება 125 ლარით, გაორმაგდა მაშველი-მყვინთავების ანაზღაურება.

 

2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სხვა უწყებებში საჯარო მოხელეთა ხელფასები არ იზრდება", - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხვა 467 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.