April 26, 2024

სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას - გაერო-ს ბავშვთა ფონდი

სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას, - ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა  ღასან ხალილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის აკადემიური მოსწრებისთვის, ისე სოციალური უნარებისთვის.

 

"სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას. პირისპირ სწავლების არ არსებობა გავლენას ახდენს როგორც აკადემიურ მოსწრებაზე, ასევე სოციალურ უნარებსა და მათ ფსიქიურ ჯანმრთელობაზე. საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც მასწავლებლების დაახლოებით 40 პროცენტი არის აცრილი, სხვა პროფესიებისთვის არსებობს ასეთი სტანდარტი, რომ ფუნქციონირებისთვის გარკვეული პროცენტულობით უნდა იყვნენ აცრილები? მაშინ რატომ ვზღუდავთ სკოლების ფუნქციონირებას ამ პროცენტულობის გამო? ყველას არ აქვს ინტერნეტზე წვდომა, ვისაც არ აქვს, ისინი ვეღარ დაეწევიან სასწავლო პროცესს. გამოსავალი არის ვაქცინაცია მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით მასწავლებლების", - განაცხადა ღასან ხალილმა.

წაკითხვა 397 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 31 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.