April 27, 2024

ახალი სასწავლო წელი ონლაინ რეჟიმში განახლდა

დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პროცესი 4 ოქტომბრამდე ონლაინ რეჟიმში წარიმართება.

 

გამონაკლისს წარმოადგენენ პირველკლასელები, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი სწავლას 4 ოქტომბერს, პირდაპირ საკლასო ოთახებში იწყებენ.

 

4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა განახლდება მხოლოდ იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება. 

 

მსურველებისთვის დისტანციური სწავლის ფორმატი 4 ოქტომბრის შემდეგაც დარჩება ძალაში. მშობელს ექნება საშუალება, აირჩიოს, სურს თუ არა, კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება.

 

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, 4 ოქტომბრამდე უნივერსიტეტები უფლებამოსილნი არიან, დასწრების ფორმატი უზრუნველყონ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს გადიან აუდიტორიებში. ამისათვის კი, სტუდენტებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა, კვირაში ერთხელ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ცნობა „კოვიდის“ გადატანის შესახებ.

წაკითხვა 347 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.