May 1, 2024

"პროფორიენტაცია - გზა წარმატებისკენ“ - პროექტის ფარგლებში ქუთაისის სხვადასხვა სკოლაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა

"პროფორიენტაცია - გზა წარმატებისკენ“ - პროექტის ფარგლებში ქუთაისის სხვადასხვა სკოლაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სკოლის დამამთავრებელ მოსწავლეებისთვის პროფორიენტაციის და დასაქმების ბაზარზე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

შეხვედრების შედეგად ახალგაზრდებს ექნებათ მეტი ინფორმაცია საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პროფესიებზე, ასევე დასაქმების ბაზარზე, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს მათი მხრიდან არა სპონტანურად, არამედ გააზრებულად გადაწყვეტილების მიღებას პროფესიის სამომავლოდ არჩევის დროს.

 

შეხვედრას მათე ჩაფიჩაძე და ბექა ძოწენიძე უძღვებოდა. შეხვედრის დროს დისკუსიის რეჟიმში მომხსენებლების მიერ მიწოდებული იქნა ინფორმაცია პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურების შესახებ, ასევე ბაზარზე დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების თაობაზე.

 

შეხვედრის შესახებ უფრო ვრცლად FirstNews.ge-თან პროექტის კოორდინატორმა მათე ჩაფიჩაძემ ისაუბრა:

 

„მოსწავლეებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა გამოწვევები და ბარიერები არსებობს განათლებიდან დასაქმებაზე გადასვლის დროს, რა ხელისშემწყობი პროექტები და პროგრამები არსებობს ახალგაზრდებისთვის ამ კუთხით. ასევე, საუბარი შეეხო კარიერულ დაგეგმვას და განვითარებას, ამ კუთხით დღეს არსებულ სახელმწიფო და კერძო სექტორში არსებულ ბენეფიტებს. (my profession ge)

 

მონაწილეებს მივაწოდეთ სხვადასხვა მონაცემები იმის შესახებ ინფორმაცია, თუ როგორია მოთხოვნა დასაქმების სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად. ასევე, გავაცანით ინფორმაცია დასაქმების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ. სახელმწიფოს მიერ შრომის ბაზრის პოლიტიკის შესახებ. ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესახებ, რომელიც ამ დროისთვის ბაზრის კვლევების მიხედვით არის იდენტიფიცირებული და ასევე, ზოგადად რა უნარები იქნება საჭირო შრომის ბაზრისთვის, როცა ისინი გავლენ ამ ასპარეზზე,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში მათე ჩაფიჩაძემ.

 

313182711 850614422740228 3970847604353036921 nhhhhh

 

შეხვედრის შესახებ საერთაშორისო კვლევებთან დაკავშირებით, პროექტის ტრენერი ბექა ძოწენიძე გვესაუბრა:

 

"პროფორიენტაციასთან მიმართულებით და გარდა განათლებასთან არსებული ცალკეული პრობლემებისა, მოსწავლეებს სხვადასხვა საერთაშორისოდ ჩატარებული კვლევის შედეგებიც გავაცანით.

 

მათ შორის ვისაუბრეთ: ვებომეტრიქსის ახალი კვლევაზე, სადაც UG პირველია ამიერკავკასიის კერძო უმაღლესებში!

 

საერთაშორისო სარეიტინგო საიტის, ვებომეტრიქსის კვლევის თანახმად, UG ისევ დაწინაურდა მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის - ამჯერად 400 ადგილით, წინა რეიტინგთან შედარებით. UG ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს საქართველოსა და მთელი ამიერკავკასიის კერძო სასწავლებლებს შორის და ერთადერთი კერძო უმაღლესია ამ რეგიონის საუკეთესო ათეულში.

 

ვებომეტრიქსის რეიტინგის მიხედვით, აშშ-ს ყველა უმაღლესს სასწავლებელთან შედარების შემთხვევაში, UG საუკეთესო 22%-ში იქნებოდა, ხოლო ევროკავშირში - საუკეთესო 20%-ში.

 

როგორც ვიცით, სხვა რეიტინგების მსგავსად, ვებომეტრიქსი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების სამეცნიერო საქმიანობის შეფასებას,"-  განაცხადა Firstnews.ge- თან საუბარში  ბექა ძოწენიძემ.


აქტივობა ხორციელდება "მომავალ ლიდერთა სკოლის" (ELS) კურსდამთავრებულთა ქვე-გრანტის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) "ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში" პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს. ინიციატივა ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.

წაკითხვა 441 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 30 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.