May 1, 2024

EECMD-ის DRIVE Democracy-ის პროგრამის ფარგლებში, იმიტირებული საკრებულოს სხდომა გაიმართა

EECMD-ის DRIVE Democracy-ის პროგრამის ფარგლებში, დღეს იმიტირებული საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელშიც ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ.

აღნიშნულ სხდომას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე და საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ბიბილეიშვილი დაესწრნენ.

 

პროექტის „ქუთაისის ახალგაზრდული საბჭო ძლიერი თვითმმართველობისთვის” - განხორციელებამ შესაძლებელი გახდა „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“-DRIVE Democracy მცირე გრანტების მხარდაჭერის ფარგლებში.

 

შეხვედრის მნიშვნელობაზე FirstNews.ge- ს პროექტის კოორდინატორი თეონა ფურცხვანიძე ესაუბრა:

 

"პროექტის "ქუთაისის ახალგაზრდული საბჭო ძლიერი თვითმმართველობისთვის" მეორე ნაწილი ძირითადად ადგილობრივ დონეზე პრობლემების მოკვლევას და მათი გადაწყვეტის გზებზე მუშაობას დაეთმო.

 

ცალკეულ ჯგუფებში განხილვებმა იმიტირებული საკრებულოს სხდომაზე გადაინაცვლა. ახალგაზრდებმა ისაუბრეს ქუთაისის მუნიციპალიტეტში არსებულ მწვავე პრობლემებზე და დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს მათი გადაწყვეტის საკუთარი ხედვა.

 

განსახილველ საკითხებს შორის იყო სატრანსპორტო შეღავათები სკოლის მოსწავლეებისთვის, გარემოს ადაპტირება და ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის მოწყობა და სხვა.

 

ვფიქრობთ, პროექტმა მიაღწია დასახულ მიზანს და თეორიული თუ პრაქტიკული აქტივობებით ხელი შეუწყო ადგილობრივ თვითმმართველობაზე ახალგაზრდების კომპეტენციებისა და შესაძლებლობებს გაზრდას,"- განაცხადა თეონა ფურცხვანიძემ.

 

313868629 1634334206990461 2891651414002728955 nწწწ

 

როგორც ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი მათე ჩაფიჩაძე აცხადებს, იმიტირებული საკრებულოს სხდომა, EECMD-ის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

 

" ვფიქრობთ, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია პროექტის მონაწილე ახალგაზრდებისთვის, რადგანაც მათ საშუალება მიეცემათ მთელი სიცხადით დაინახონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსებული სირთულეები. აღნიშნული პროცესი საშუალებას მისცემს მათ იფიქრონ, არა მხოლოდ პრობლემებს იდენტიფიცირებაზე, არამედ მათი მოგვარების გზებზეც და შესაბამისი წინადადებებით წარადგინონ ისინი გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან,"- აღნიშნა ჩვენთან საუბარში მათე ჩაფიჩაძემ.

 

315319414 1717792898594558 7571672629229470996 n33

 

პროექტის ტრენერის ბექა ძოწენიძის თქმით, პროექტის მიზანია, საქართველოში პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაძლიერება, რასაც ზემოთ აღნიშნული აქტივობაც ცხადად ემსახურებოდა.

 

"ახალგაზრდებმა ჩვენს მიერ თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებით გადამზადება გაიარეს, რათა იმიტირებული სხდომა მეტად ეფექტური და შინაარსიანი ყოფილიყო.

 

სასიხარულოა, რომ თითოეული მონაწილისა და ჩართული მხარის უკუკავშირი დადებითია და არსებული შედეგის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული, რაც ბუნებრივია, რომ ამგვარი პროექტების წარმატების საწინდარიც არის", - აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტის იმერეთის ოფისის მენეჯერი ბექა ძოწენიძე.

 

317238967 419493117043723 797241643830696409 nჯჯ

 

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ნიკოლოზ კეთილაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ პროექტმა თავისი მიზანი შეასრულა.

 

"ჩვენი, ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრების კომპეტენციები განვითარებულია. საინტერესო იყო უშუალოდ იმიტირებული საკრებულოს სხდომის პროცესი და მისთვის მზადება. მადლობას ვუხდი პროექტის ორგანიზატორებს!"- აცხადებს ნიკოლოზ კეთილაძე.

 

DRIVE Democracy ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით.

 

პროექტის, მიზანია საქართველოში პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაძლიერება.

 

წაკითხვა 370 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 28 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.