April 26, 2024

შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესი მომავალ წელს

სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტა, შესაძლოა, მომავალ სასწავლო წელსაც გახდეს საჭირო.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად და ეს საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

 

ამირან გამყრელიძის თქმით, გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და რიგ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება დიდხანს დაგვჭირდება.

 

"ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, ზაფხულისკენ, შესაძლოა, სიტუაცია სიმშვიდისკენ წავიდეს. თუმცა, მსოფლიო მეცნიერთა უმეტესობა ემხრობა, რომ იქნება მეორე და მესამე ტალღა. ამიტომ, ეს მოკლევადიანი შეზღუდვები მაგალითად, ამა თუ იმ არეალის ჩაკეტვა, კარანტინების გამოცხადება, სწავლის დროებით შეჩერება, ზოგიერთ ქვეყანასთან საზღვრის ან ფრენების ჩაკეტვა – ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება და ყველა ქვეყანა ამას ახორციელებს. ჩვენ გარკვეულწილად წარმატებულები ვართ ამ ეტაპამდე, რომ ვირუსი შევაკავეთ, ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში არ მივიღეთ. ეს მოხდა იმ დროული შემზღუდავი ღონისძიებების და მობილობის შემცირებით, რომელიც ქვეყანამ განახორციელა",- განაცხადა გამყრელიძემ.

წაკითხვა 544 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 01 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.