April 26, 2024

რატომ არ დაუშვეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 აბიტურიენტი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სარეზერვო სივრცეში 4 აბიტურიენტი განთავსდა, მაღალი ტემპერატურის გამო კი გამოცდაზე 2 აბიტურიენტი არ დაიშვა.

 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა.

 

„უკვე ერთ საათზე მეტია რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვიცით ის, რომ გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა. გვქონდა დაგვიანების 2 შემთხვევა. სარეზერვო სივრცეში განთავსდა ჯამში 4 აბიტურენტი. რაც შეეხება გამოცდაზე მაღალი ტემპერატურის გამო არ დაშვების ფაქტს, ასეთი 2 შემთხვევაა ქვეყნის მასშტაბით, ორივე შემთხვევაში იყო 38 გრადუსამდე ტემპერატურა. ასევე, 175-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში იყო ემოციურ ფონზე ტემპერატურის მომატების ფაქტი, იყო დასაშვები ტემპერატურა, ექიმმა ნახა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეშვა აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში," - განაცხადა გორგოძემ.

 

რაც შეეხება აკრძალული ნივთების გამო გამოცდიდან აპლიკანტის მოხსნის ფაქტს, გორგოძის თქმით, ამ ეტაპამდე ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

ამასთან, სოფო გორგოძის თქმით, რამდენიმე საგამოცდო ცენტრში ამ დროისთვის ტეპერატურამ 30 გრადუსს უკვე მიაღწია და ჩაირთო კონდინციონერები, შესაბამისად, აბიტურენტებმაც გაიკეთს პირბადეები.

წაკითხვა 600 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.