April 26, 2024

იცვლება თუ არა სწავლის დაწყების თარიღი

სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, რამე განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აქამდე გაჟღერდა, მიღებული არ ყოფილა, თუ იქნება მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა, შეგატყობინებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

 

მისივე თქმით, შესაძლოა, სასწავლო დაწესებულებებისთვის შემუშავებულ უსაფრთხოების პროტოკოლში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

 

„უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია, არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, იქიდან გამომდინარე, თუ ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რადგან ეს ყოველთვის ცოცხალი პროცესია და ამაზე ვართ დამოკიდებული. საერთაშორისო რეკომენდაცია რაც იქნება, ის აისახება პროტოკოლში“, – განაცხადა გაბუნიამ.

წაკითხვა 519 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.