May 18, 2024

ინდოეთში კორონავირუსის მორიგი მუტაცია აღმოაჩინეს

ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში კორონავირუსის მორიგი მუტაციით ინფიცირების 20 შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტებმა ახალ ვარიანტს "დელტა პლუსი" (B.1.617.2.1) უწოდეს.

ამის შესახებ ტელეარხ India TV-ს ქვეყნის სამედიცინო განათლებისა და კვლევების სამმართველოს ხელმძღვანელმა განუცხადა.

 

მისი თქმით, ამჟამად სპეციალისტები ახალ შტამს იკვლევენ.

 

ცნობისთვის, კორონავირუსის შტამი B.1.617 ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში 2020 წლის 5 ოქტომბერს აღმოაჩინეს. ახლა ის 80-მდე ქვეყანაშია გავრცელებული. ადგილობრივი ექიმების თქმით, სწორედ ეს მუტაცია გახდა მეორე ტალღის ერთ-ერთი მიზეზი. 

წაკითხვა 395 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.