April 27, 2024

"მსოფლიომ ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარების საშუალება არ უნდა მისცეს"

მსოფლიომ ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარებაზე უარი უნდა ათქმევინოს, – აღნიშნულის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იარი ლაპიდმა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა.

იარი ლაპიდი რუსეთში იმყოფება ვიზიტით, ცივი ომის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავად.

 

მისი თქმით, რეგიონის, მათ შორის სირიის უსაფრთხოება და სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ვიდრე ირანია წარმოდგენილი რეგიონში, რადგან ირანი ტერორის ნომერი პირველი ექსპორტიორი ქვეყანაა მსოფლიოში.

 

ლაპიდის თქმით, ირანისადმი მსოფლიოს გზავნილი მკაფიო და ნათელი უნდა იყოს და ირანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბირთვული შესაძლებლობების განვითარება პრობლემას წარმოადგენს არამარტო ისრაელისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

 

მისი თქმით, მსოფლიო ყველანაირად უნდა ეცადოს და ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარების საშუალება არ უნდა მისცეს, მაგრამ თუ მსოფლიო ამას არ გააკეთებს, მაშინ ისრაელი უფლებას იტოვებს, იმოქმედოს და არ მისცეს ირანს ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

წაკითხვა 295 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.