''მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვა ახლა შეუძლებელია'' - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება საკითხის გადაწყვეტას დიპლომატიური გზით ცდილობს.

ზელენსკის განცხადებით, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან სამხედროების გამოყვანისთვის მომლაპარაკებლები მოწვეულნი არიან თურქეთიდან, ისრაელიდან და შვეიცარიიდან, თუმცა საკითხის მოგვარებას ასევე ცდილობენ საფრანგეთი, გაერო და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

„სამხედრო გზით ქალაქ მარიუპოლის განბლოკვა შეუძლებელია. დღეს ეს შეუძლებელია. ჩვენ ღიად ვისაუბრეთ ამაზე. უკრაინას არ აქვს ისეთი მძიმე იარაღი, რომ მარიუპოლი სამხედრო გზით განბლოკოს. დიპლომატიურმა გზამ გამოიწვია ის, რომ დღეს მშვიდობიანი მოქალაქეები გამოიყვანეს ბლოკირებული „აზოვსტალის“ ქარხნიდან. რუს სამხედროებს, რუსეთის არმიას, არმიის ხელმძღვანელობას და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ სურთ ჩვენი სამხედროების გათავისუფლება. რუსეთი ცვლის სამხედროებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ტყვეები არიან. აი, ასეთი სიტუაციაა. ეს არის რუსეთის ფედერაციის პასუხი. სხვა პასუხები არ არსებობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ლეგიონ „აზოვის“ დაზვერვის ოფიცერმა ილია სამოილენკომ ონლაინბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობამ ვერ მოახერხა მარიუპოლის დაცვა. „ჩვენ ველოდებით ხისტ ქმედებებს ცეცხლის რეალური შეწყვეტისთვის“, – აღნიშნა ლეგიონის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარმა. მისივე თქმით, სჭირდებათ არა შექება, არამედ სამართლიანობა.

წაკითხვა 204 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.