''უკრაინელი ხალხისთვის ომი დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენსას დავიბრუნებთ'' - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ დაწყებული ომი დასრულდება მაშინ, როდესაც უკრაინა დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს, ადამიანებს, მშვიდობას, თავისუფლებას და არჩევანის უფლებას.

ამის შესახებ მან ფრანგული უნივერსიტეტების სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.

„უკრაინელი ხალხისთვის ომი დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენსას დავიბრუნებთ. ეს სიმართლეა. ღიად ვამბობ: ჩვენ ზედმეტი არ გვჭირდება. გვსურს დავიბრუნოთ მშვიდობა ჩვენ სახელმწიფოში, ჩვენ მიწაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელებს სურთ დაიბრუნონ თავისი მიწა, ადამიანები, თავისუფლება და არჩევანის უფლება.

„რუსეთს თანმიმდევრობით მიჰქონდა ყველა ჩვენი უფლება: უფლება ჩვენ მიწაზე, არჩევანზე და საბოლოოდ მივედით სიცოცხლის უფლებამდეც. ჩვენ ახლა სიცოცხლისთვის ვიბრძვით სიცოცხლის დაკარგვით“ , - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანვე განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან და „შეიგნოს სასჯელის გარდაუვალობა და მათი ნაბიჯების დიდი ცდომილება, რაც გამოიწვევს და უკვე მიგვიყვანს კატასტროფულ მომავლამდე მათი კულტურის, ცნობიერებისა და მათი სახელმწიფოსთვის, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილება იყო" , - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს უნდა იყოს სწორედ დიალოგი და არა ულტიმატუმი.

წაკითხვა 246 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 11 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.