May 18, 2024

გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ქართველ კოლეგებთან ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ დაგეგმილი „რეფერენდუმი” განიხილა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

„მოკლედ ვისაუბრეთ, ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელიც აწუხებს ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით“, - განუცხადა კარასინმა სააგენტოს.

 

ამასთან, „ტასის“ ინფორმაციით, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა“ ალან გაგლოვმა სააგენტოს განუცხადა, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა მოსკოვი განაცხადებს, რომ ამის დრო დადგა.

 

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „მოქმედმა პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა „რეფერენდუმი“ რუსეთთან შეერთების შესახებ, 17 ივლისისთვის დანიშნა.

წაკითხვა 235 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 19 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.