''უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს არ უჭერს ევროკავშირის წევრი არც ერთი დიდი სახელმწიფო, გარდა იტალიისა'' - მარიო დრაგი

უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ევროკავშირის წევრი არც ერთი დიდი სახელმწიფო მხარს არ უჭერს, გარდა იტალიისა. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის სამიტის მეორე დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ახლა არაა მოსალოდნელი.

„მე მხარს ვუჭერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ უჭერს მხარს ევროკავშირის არც ერთი დიდი წევრი სახელმწიფო, გარდა იტალიისა. კანდიდატის სტატუსის მიღება ახლა არაა მოსალოდნელი. თუ მკითხავთ, წარმომიდგენია თუ არა, რომ უკრაინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას დაჩქარებულად შეძლებს, დიახ, ასეთი რამ შესაძლებელია და ევროკომისია ამის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

წაკითხვა 209 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 01 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.