"სადაზვერვო სამსახურები “აზოვსტალის” დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციაში იმყოფებიან"

უკრაინის სადაზვერვო სამსახურები “აზოვსტალის” დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციაში არიან და კიევი ყველაფერს აკეთებს მათი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა.

„მათი (სადაზვერვო სამსახურების) მეშვეობით ვსწავლობთ დაკავების პირობებს და მათი გათავისუფლების შესაძლებლობებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისინი ყველანი იქნებიან აქ, კიევში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის“, - აღნიშნა მონასტირსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთმა მაისში განაცხადა, რომ მარიუპოლის “აზოვსტალის” ტერიტორიიდან 2 000-მდე უკრაინელი მებრძოლი ჩაბარდა. კიევი მათ დაბრუნებას ომის ტყვეების გაცვლის გზით გეგმავს, კრემლში კი აცხადებენ, რომ ჩაბარებულ მებრძოლებს „საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოეპყრობიან.“

წაკითხვა 229 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 04 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.