May 18, 2024

"გაოცებული ვარ პუტინთან შოლცისა და მაკრონის მოლაპარაკებებით - ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს?"

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აკრიტიკებს იდეას, რომ უკრაინის ომის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებია.

გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში, კითხვაზე, ეშინია თუ არა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს პუტინის, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტის მსგავსად, მასაც მიაჩნია, რომ „გამოსავალი მხოლოდ მოლაპარაკების გზით შეიძლება გამოიძებნოს“, ანჯეი დუდამ უპასუხა, რომ მას აკვირვებს ყველა მიმდინარე მოლაპარაკება პუტინთან, რადგან, ყველა ეს საუბარი უსარგებლოა.

 

„გაოცებული ვარ ყველა მოლაპარაკებით, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს პუტინთან კანცლერ შოლცისა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ. ეს საუბრები უსარგებლოა. რას აკეთებენ? ისინი მხოლოდ უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირის ლეგიტიმაციას ახდენენ. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება. მან მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ. მეთაურები მას ექვემდებარებიან. ვინმე ელაპარაკებოდა ასე ადოლფ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის დროს? ვინმე ამბობდა, რომ ადოლფ ჰიტლერს სახე უნდა შეენარჩუნებინა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის? ასეთი რამ არ მსმენია,“ - აღნიშნა დუდამ.

 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების მიღწევა ქვეყნის მთავრობის მეთაურების მონაწილეობის გარეშე.

 

„არ შეიძლება ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელსაც უკრაინის მთავრობა არ ეთანხმება“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

წაკითხვა 282 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 09 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.