May 4, 2024

"თქვენ ბევრი რამ გააკეთეთ კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, მაგრამ არსებობს რეფორმები, რომლებიც უნდა შესრულდეს"

თქვენ ბევრი რამ გააკეთეთ კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს რეფორმები, რომლებიც უნდა შესრულდეს, მაგალითად კორუფციის დასაძლევად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა წარმოუდგენელი სიძლიერე.

 

„თქვენი ფოკუსი და ჩვენი დახმარება ორიენტირებულია ამ საშინელი ომის დაძლევისკენ. გვსურს, წინ გავიხედოთ, რა უნდა გაკეთდეს. მაგალითად, თქვენ ბევრი რამ გააკეთეთ კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს რეფორმები, რომლებიც უნდა შესრულდეს, მაგალითად კორუფციის დასაძლევად. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ. როგორც იცით, კომისია ახლა ამზადებს რეკომენდაციას, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ჩვენ ამ შეფასებაზე დღე და ღამე ვმუშაობდით. წინა ჩამოსვლის დროს დაგპირდით, რომ ამაზე დაუღალავად ვიმუშავებდით, ასე რომ, დღეს გამართული დისკუსიები საშუალებას მოგვცემს, დავასრულოთ შეფასების ნაწილი მომდევნო კვირის ბოლოსთვის. გზა ცნობილია, ეს გზა დამსახურებაზეა დაფუძნებული. უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა წარმოუდგენელი სიძლიერე. ასე რომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, თქვენ გადალახავთ ამ საშინელ ომს. თქვენ და ჩვენ ავაშენებთ ამ მშვენიერ ქვეყანას“, – განაცხადა ურსულა ფონ დენ ლაიენმა.

წაკითხვა 159 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 11 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.