"ომში დაახლოებით 10 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა"

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 ივნისამდე არსებული მონაცემებით, ომში 10 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველზე, ალექსეი არესტოვიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინული მხარე ამბობს, რომ ყოველდღიურად ომში დაახლოებით 100 უკრაინელი სამხედრო იღუპება.

 

ამასთან, არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის დანაკარგი გაცილებით დიდია. უკრაინის მთავრობის შეფასებით, ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია 30 000 რუსი სამხედრო.

 

რუსეთის მთავრობა დაღუპული სამხედროების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს 25 მარტის შემდეგ არ აქვეყნებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ომში 1 351 რუსი სამხედრო დაიღუპა.

წაკითხვა 202 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.