''სევეროდონეცკში ოკუპანტებმა უკრაინის ქვედანაყოფები ქალაქის ცენტრიდან განდევნეს'' - უკრაინის გენშტაბი

სევეროდონეცკში ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქის ცენტრიდან განდევნეს, მძიმე ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

“მტერმა, არტილერიის მხარდაჭერით ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები ქალაქ სევეროდონეცკში, მიაღწია ნაწილობრივ წარმატებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განდევნა ქალაქის ცენტრიდან, ბრძოლა გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

გენერალური შტაბის ცნობით, დონეცკის მიმართულებით, საოკუპაციო ძალები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე, რათა ალყაში მოაქციონ უკრაინული ძალები ქალაქების, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ტერიტორიებზე. ამასთან, გენშტაბის ცნობით, მტერი ბლოკავს ლოგისტიკური მიწოდების მარშრუტებს ბახმუტის დასახლებაში.

 

“მტერი განაგრძობს ზომებს დანაკარგების ასანაზღაურებლად. კრემენნაიასა და სტარობელსკის დასახლებული პუნქტების მიმართულებით 80 ერთეულზე მეტი იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მძიმე ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემები, გადაიტანეს”, - აცხადებენ გენშტაბში.

 

ამასთან, სლავიანსკის მიმართულებით, რუსულმა ქვედანაყოფებმა თავიანთი ძირითადი ძალისხმევა მიმართეს დოლინასა და ბოგოროდიჩნოეს დასახლებებზე თავდასხმის განხორციელებაზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ ამ მიმართულებით, ჯარების ლოგისტიკური მხარდაჭერის ფარგლებში, 100 ერთეულზე მეტი დაზიანებული ჯავშანტექნიკა და საავტომობილო ტექნიკა შეცვალა.

 

“ბახმუტის მიმართულებით, ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმა ვიქტოროვკა-ვრუბოვკას და კამიშევახა-ვრუბოვკას მიმართულებებით. მტერმა განაახლა შეტევითი მოქმედებები ზოლოტეს ტერიტორიაზე. ამასთან, მოწინააღმდეგე წარუმატებლად ახორციელებდა თავდასხმის ოპერაციებს დოლომიტნოე - კოდემას, დოლომიტნოე - ნოვოლუგანსკოეს მიმართულებებით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წაკითხვა 212 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 13 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.