May 4, 2024

"მოვუწოდებ ვაშინგტონს, მიიღოს ზომები, რათა სანქციებისგან თავის დაძვრენის საშუალება არ იყოს"

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერისა და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ, - გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, არახამიამ ამის შესახებ ვაშინგტონში, „მარშალის ფონდის“ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი მტკიცებით, რუსები „ქართულ ბანკებს, ფინანსურ სისტემას, ქართულ კომპანიებს და ა.შ.“ დასავლეთის სანქციების რეჟიმის თავიდან ასაცილებლად იყენებენ.

 

„თუ ხარ სანქცირებული რუსი, შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, დისტანციურად ხსნი საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას“, - აღნიშნა არახამიამ.

 

მან ვაშინგტონს მოუწოდა, მიიღოს ზომები, რათა სანქციებისგან თავის დაძვრენის საშუალება დახუროს.

წაკითხვა 322 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.