May 18, 2024

გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების გამარტივებას ითხოვს

გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების გამარტივებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ ოლაფ შოლცმა გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შოლცის თქმით, ეკონომიკური ბლოკის გაფართოებისთვის უნდა მოემზადონ არამარტო გაწევრიანების კანდიდატები, არამედ თავად ევროკავშირიც.

 

„ამისთვის ევროკავშირმა უნდა მოახდინოს თავისი სტრუქტურების და გადაწყვეტილების მიღების პროცესების მოდერნიზება. ყოველთვის არ იქნება შესაძლებელი ყველაფრის ერთხმად გადაწყვეტა, თუნდაც დღეს ეს პროცედურა ერთსულოვნებას მოითხოვს“, – განაცხადა კანცლერმა.

 

კანცლერის თქმით, აღნიშნულის შესახებ 23-24 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე სურს საუბარი. ის ასევე იმედოვნებს, რომ სამიტი სტიმულს მისცემს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც თითქმის ორი ათეული წელია ელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას.

 

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომ სერიოზულად ვართ განწყობილნი. ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია ყველა მოთხოვნას პასუხობენ, რომ დაიწყონ ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული მოლაპარაკებები – ისინი ახლავე უნდა დაიწყოს”, – თქვა შოლცმა.

 

მომავალ კვირას დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე, 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები განიხილავენ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს. ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინის და მოლდოვას ოფიციალურ კანდიდატ ქვეყნებად გამოცხადებას. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიამ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღებამდე საქართველოს რიგი რეფორმების გატარება მოუწევს.

წაკითხვა 187 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.