May 18, 2024

"უკრაინის ომის შედეგები ძალიან სახიფათოა, არის შიმშილის უდიდესი რისკი"

უკრაინის ომის შედეგები არის ძალიან სახიფათო არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, არის შიმშილის უდიდესი რისკი, განსაკუთრებით აფრიკაში, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.​

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ეს ომი იწვევს ფასების ზრდას, ასევე ენერგეტიკული რესურსების და საკვების სიმცირეს.

 

„მხარს ვუჭერთ გაერო-ს ძალისხმევას, რომ მოხდეს უკრაინული ექსპორტის განბლოკვა. მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ევროპული სანქციები ამ კრიზისს არ ქმნის. ჩვენი სანქციების სამიზნე არ არის საკვები და სასუქები. პრობლემა უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ბლოკადას. მილიონობით ტონა ხორბალია ბლოკირებული. ეს ნამდვილი ომის დანაშაულია. არ წარმომიდგენია ეს დიდხანს გაგრძელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ის, რისთვისაც რუსეთმა პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა ბორელმა.

წაკითხვა 173 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.